უკრაინის დაზვერვა: რუსეთის რაკეტების მარაგი კრიტიკულად დაბალ დონეზეა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველო მიიჩნევს, რომ რუსეთის რაკეტების მარაგი კრიტიკულად დაბალ დონეზეა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

„რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია ვერ აწარმოებს საკმარისი რაოდენობის ახალ რაკეტებს და იმ რაკეტების მარაგი, რომლითაც მათ 24 თებერვალს ომი დაიწყეს, უკვე ამოიწურა. ბევრი სახეობის რაკეტებისთვის ეს მაჩვენებელი უკვე კრიტიკულად დაბალ დონეზეა. ვგულისხმობ 30%-იან დონეს“, – განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იძულებული გახდა, რომ რაკეტების დეფიციტის დაძლევის ვარიანტები ეძებოს, რის გამოც მათ ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები