„კეთილგანწყობის გარიგება“ – ფრანკფურტის მერი კორუფციის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგა

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის მერი, პიტერ ფელდმანი სასამართლოში კორუფციის ბრალდებით წარდგა.

ამის შესახებ გერმანული სააგენტო DPA იტყობინება.

პროკურორები ამტკიცებენ, რომ ფელდმანმა თანამდებობა ბოროტად გამოიყენა, რის შედეგად მან და მისმა მეუღლემ სარგებელი მიიღეს.

სარჩელი უკავშირდება საზოგადოებრივი ასოციაციის – Arbeiterwohlfahrt-ის გარშემო აგორებულ სკანდალს, რომელიც ცნობილია, როგორც Awo.

ბრალდების მტკიცებით, ფელდმანის მეუღლემ Awo-სგან შრომითი ხელშეკრულება მიიღო იმაზე გაცილებით მაღალი ხელფასით, ვიდრე ჩვეულებრივი ამ დარგის თანამშრომლისთვის არის განკუთვნილი.

პროკურორებმა განაცხადეს, რომ ეს იყო ფელდმანსა და “ავოს” შორის უსიტყვო„კეთილგანწყობის გარიგება“. საქმე იმაში, რომ Awo​ ფელდმანს 2018 წლის საარჩევნო კამპანიაში უჭერდა მხარს და მისთვის შემოწირულობებს აგროვებდა, მერი კი თავის მხრივ, ფრანკფურტში “ავოს” ინტერესების მიმართ “კეთილგანწყობილი” იყო.

ფელდმანმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ სასამართლოში უდანაშაულობას დაამტკიცებს.

ამასთანავე, ქალაქის ოთხპარტიული კოალიცია და ასევე უმსხვილესი ოპოზიციური პარტია, ფელდმანის თანამდებობიდან გადაყენების კამპანიას აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები