აფრიკაში ებოლის ვირუსით დაავადებული 1000 ადამიანი გარდაიცვალა
დასავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე ებოლის ეპიდემიამ განვითარების პიკს მიაღწია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობამ 1013 ადამიანს მიაღწია. მძიმედაა დაავადებული დაახლოებით 1848 პიროვნება. ამ ინფორმაციას ფრანგული საინფორმაციო სააგენტო ,,ფრანს-პრესი“ ავრცელებს, რომელიც მსოფლიოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა. ბოლო სამი დღის მანძილზე გვინეაში, ლიბერიასა და სიერა-ლეონში 52 ადამიანი გარდაიცვალა. 7 აგვისტოს ლიბერიის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ევროპელი ექსპერტების განცხადებით, ეპიდემიის საწინააღმდეგო ვაქცინებს აფრიკის დაზარალებული რეგიონები ამ დღეებში მიიღებენ.