ოკუპანტებმა გვიან ღამით მიკოლაევი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით მიკოლაევი S-300 რაკეტებით დაბომბეს, ორსართულიანი სახლის ნანგრევებში მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი.

ამის შესახებ Telegram-ში მიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვიტალი კიმმა დაწერა.

მისი ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

კიმის თქმითვე, ადგილობრივი დროით 06:20 საათისთვის ქალაქში ელექტრომომარაგება აღდგა.

სარაკეტო იერიშის შედეგად, ყვავილების ბაზარი განადგურდა, მსხვერპლი არ არის.

გარდა ამისა, მედია წერს, რომ მიკოლაევთან ღამით 5 ე.წ. კამიკაძე-დრონი ჩამოაგდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები