კულტურის მინისტრი მხატვარ ილია პატაშურის სახელოსნოში სტუმრად იმყოფებოდა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ცნობილი მხატვრის, ილია პატაშურის, სახელოსნოს ესტუმრა.
„ილია პატაშური 1939 წელს სოფელ ხევშაში დაიბადა. მხატვრის შემოქმედება მრავალფეროვანია და, ძირითადად, მოიცავს ტრადიციულ, ისტორიულ და ყოფით სცენებს, პეიზაჟს, პორტრეტსა და ნატურმორტს. ისინი შესრულებულია ინტენსიურ ფერთა შეხამებით. განსაკუთრებით ცნობილი ფერწერული ტილოებია: „დიდგორი“, „ვედრება“, „ბროწეულები“, „კრწანისი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტროს ინიციატივით, 2021 წლის ნოემბერში, ეროვნულ გალერეაში გაიმართა ილია პატაშურის ნამუშევრების გამოფენა „ფხოვის ზარები“. ერთი თვის მანძილზე დამთვალიერებელმა იხილა მხატვრის 120 ნამუშევარი (ფერწერა, გრაფიკა). გამოფენისთვის მომზადდა და გამოიცა ილია პატაშურის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი კატალოგი.
გამოფენის დახურვისას, მხატვარმა მის მიერ სხვადასხვა პერიოდში შესრულებული 10 ნახატი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს საჩუქრად გადასცა“< – ნათქვამია ინფორმაციაში.