უკრაინის კონტრდაზვერვაში აცხადებენ, რომ ქალაქში 4 კამიკაძე-დრონი დაფიქსირდა.
“მტერი იერიშს აგრძელებს. შევჩენკოვსკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსზე დარტყმა დადასტურდა. ზუსტდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ. გთხოვთ, დარჩით თავშესაფრებში!”, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ამასთან, ქვეყნის შს მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, მტრის სამიზნე რკინიგზის სადგურთან მდებარე ერთ-ერთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი იყო.
“უკრაინის რკინიგზამ” გააფრთხილა მგზავრები, რომლებიც ელოდებიან საჰაერო განგაშის დამთავრებას თავშესაფრებში, “თქვენი ბილეთი მოქმედი იქნება შემდეგ რეისზეც. შეინახეთ ბილეთი და წარუდგინეთ ის კონდუქტორს, ყველასთვის ვიპოვით ადგილებს. მატარებლები განრიგის მიხედვით გადიან”.