კიევის გარდა, განგაში ოდესაშიც გამოცხადდა

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის,​ ოლექსი გონჩარენკოს ინფორმაციით, ოდესაში აფეთქებების ხმა ისმის.

“აფეთქებებია ოდესაშიც”, – წერს ის Telegram-ში.

მანამდე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დილიდან ოდესაში საჰაერო განგაში უკვე მეორედ გამოცხადდა.

გამთენიისას ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს, ქალაქში ამ დრომდე განგაშის ხმა ისმის.

ამ დროისთვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები