ამერიკა სუდანში სამხედრო დაპირისპირების შეწყვეტას მოითხოვს
თეთრი სახლი აღშფოთებულია სამხრეთ სუდანში საომარი მოქმედებებით, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტს სალვო კირს, მეამბოხეთა ლიდერსა და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს რიეკომ მაშარ ტენს შორის მიმდინარეობს. 10 აგვისტოს ვაშინგტონში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ აღნიშნა, რომ ,,ბრძოლების შედეგად, რომელშიც ჩაება ქვეყნის საკმაოდ დიდი ნაწილი, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, რაც ყოვლად დაუშვებელია“.
აღსანიშნავია, რომ დაპირისპირებული მხარეები 60 -დღიანი საზავო შეთანხმების მიღწევას აპირებენ, რომლის დროსაც აღნიშნული პრობლემები მშვიდობიანი მოლაპარაკებით გადაიჭრება.