სკანდალი: „დეილი მეილის“ პროდუქტების შავი სია

  ცნობილი ბრიტანული გაზეთის და საინფორმაციო სააგენტოს „დეილი მეილის“ სარედაქციო ჯგუფმა ადგილობრივ ბაზარზე არსებული კვების ობიექტების ნაწარმი გამოიკვლია. აღმოჩნდა, რომ „მაკდონალდსის“, „ბურგერ კინგის“ „საბვეის“ და „ვენდის“ პოპულარულ პროდუქტებში ქიმიური დანამატი – „აზოდიკარბონამიდი“ გამოიყენება, რომელიც ასევე, რეზინის ფეხსაცმელების და იოგას მატრასების დამზადებისას, ამ ნაწარმს ელასტიკურობას ანიჭებს, „დეილი მეილის“ ცნობით, ეს საკვები დანამატი პურში, ტოსტებში და სხვადასხვა სახეობის ორცხობილაში არის აღმოჩენილი. სარედაქციო ჯგუფის განცხადებით, „ბურგერ კინგი“ მას იყენებს პროდუქტების მთელ დიაპაზონში, კრუასანებით დაწყებული ფრანგული ტოსტებით დამთავრებული; ის აღმოჩნდა „მაკდონალდსის“ თითქმის ყველა იმ ნაწარმში, რომელშიც პური შედის, მათ შორის ორცხობილებში, ბიგმაკში, ინგლისურ მაფინებსა და შემწვარ ჩხირებშიც. ხოლო „ვენდი“ მას სხვადასხვა სახის სენდვიჩში იყენებს. კვლევა ასევე იმ სხვა უამრავ კომპანიას ეხება, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე წლებია მუშაობს.
 როგორც ცნობილია, 1999 წლიდან, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ წარმოებული კვლევის შემდეგ, ევროპაში „აზოდკარბონამიდის“ გამოყენება საკვებ ინდუსტრიაში აიკრძალა. ეს კვლევა ცხოველებზე ჩატარდა და დადგინდა, რომ მისი დიდი დოზით მოხმარება ასთმური და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებებს იწვევს. უკვე ცნობილია, რომ რესტორნების „ფრანჩაიზული“ ქსელის „საბვეის“ წარმომადგენელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ „აზოდიკარბონამიდს“ მათი კომპანია ხმარებიდან უხლოეს მომავალში ამოიღებს. ამ დროისთვის ამერიკაში უკვე ძალას იკრეფს ნაციონალური მოძრაობა ამ საკვები დანამატის წინააღმდეგ და შემუშავებულია ონლაინპეტიციაც.

წყარო:http://www.dailymail.co.uk

http://www.independent.co.uk

article-2554742-1B4D2FC100000578-454_634x489   article-2554742-1B4D3C5F00000578-88_634x446    article-2554742-1B4E54CD00000578-205_634x632   article-2554742-1B35D78500000578-702_634x572   article-2554742-1B4D211B00000578-514_634x286        article-2554742-1B4E54C700000578-130_634x411  article-2554742-1B4D213200000578-961_634x318

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები