„საბა – 2022“-ის გამარჯვებულებთან შეხვედრები გაიმართება

წიგნის კლუბი მარჯანიშვილის 7-ში და „საბა“ აგრძელებს თანამშრომლობას და გთავაზობთ შეხვედრების სერიას პრემიის გამარჯვებულებთან, რომლებსაც გაუძღვებიან თანამედროვე ქართული ლიტერატურული გამორჩეული წარმომადგენლები.
„თიბისი კონცეპტის“ ინფორმაციით, შეხვედრამდე, „თიბისი კონცეპტის“ მომხმარებლებს, შესაძლებლობა ექნებათ, წიგნები შეიძინონ სტენდზე ან ისარგებლონ ბიბლიოთეკის პლანშეტებით.
წიგნები ასევე ხელმისაწვდომია საბას წამკითხველ აპლიკაციაში – Saba Reader, რომელიც IOS და Android-ზეა განთავსებული .https://saba.com.ge/
დასასწრებად, სავალდებულოა რეგისტრაციის გავლა www.conceptevents.ge-ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი შეხვედრაზე დასასწრებ ბილეთს გამოგზავნის.

15 ოქტომბერი, 18:00
„წლის საუკეთესო რომანი“
სტუმარი:ირმა ტაველიძე
მოდერატორი: დიანა ანფიმიადი
წიგნი: „ბნელ წყლებში“
*რეგისტრაცია გაიხსნება 10 ოქტომბერს, 12:00 საათზე.

22 ოქტომბერი, 18:00
„ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი“
სტუმარი: მალხაზ ხარბედია,ლექსო დორეული, „არილის“ ავტორები.
მოდერატორი: რატი ამაღლობელი
*რეგისტრაცია გაიხსნება 17 ოქტომბერს, 12:00 საათზე.

29 ოქტომბერი, 18:00
„წლის საუკეთესო პიესა“
სტუმარი: მანანა დოიაშვილი
მოდერატორი: გიორგი მაისურაძე
წიგნი: „მეცამეტე თვე“
*რეგისტრაცია გაიხსნება 24 ოქტომბერს, 12:00 საათზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები