მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ და 25-ე საიუბილეო წელი
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ დაარსებიდან 25-ე საიუბილეო წელია.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის – “GIFT”-ის ფოკუსქვეყანა საბერძნეთია.
ფესტივალს 2022 წლის 15 ოქტომბერს, 20:00 საათზე, „მარჯანიშვილის“ თეატრში თეატრი “ატტის”-ი და თეოდოროს ტერზოპულოსი დრამა „ალარმე”- თით გახსნიან.
„პირველად ფესტივალის ისტორიის მანძილზე, თეატრისა და ხელოვნების მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ მონაწილეობა საშემსრულებლო ხელოვნების თანამედროვე ლაბორატორიაში, სადაც მსოფლიოში წამყვანი ბერძენი რეჟისორების სპექტაკლები, ვორკშოპები, ლექციები, მასტერკლასები და საგანგებოდ შექმნილი საპრემიერო დადგმაა წარმოდგენილი. წელს ჩვენს მაყურებელს ტრადიციულად მიეცემა შესაძლებლობა, გაეცნოს უმაღლესი ხარისხის სახელოვნებო მიღწევებს, რომლებიც ევროპის კულტურულ მემკვიდრეობას ქმნიან და ჩვენი კონტინენტის ფუნდამენტურ ღირებულებებს უწევენ პოპულარიზაციას“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ 1997 წელს დაარსდა და უკვე 22-ე წელია, მსოფლიო სახელოვნებო ავანგარდში მოისაზრება, სახელოვნებო ხარისხითა და საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, „საჩუქარი“ პრესტიჟული ევროპული ფესტივალების რიგში დგას.
ᲤᲔᲡᲢᲘᲕᲐᲚᲘᲡ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ
მარჯანიშვილის თეატრი.
მარჯანიშვილის თეატრი.
შეხვედრა გაიმართება უნივერსიტეტის პირველ კორპუსში.
მარჯანიშვილის თეატრის მცირე დარბაზი.
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი.
მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენა.
(პროგრამა მალე გამოცხადდება).
თბილისის კამერული თეატრი.