რუსეთი და ჩინეთი ჩრდილო კორეისთვის წყალქვეშა ნავების გადაცემას აპირებს
ჩინეთმა და რუსეთმა ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო წყალქვეშა ნავების მიწოდების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ შერჩეული მოდელი ,,ამურ-1650“ არ მუშაობს ატომურ ძრავზე, თუმცა საკმაოდ სერიოზულ სამხედრო მანქანას წარმოადგენს. ამის შესახებ ,,იტარ-ტასთან“ საუბრის დროს,,როსობორონექსპერტის“ გენერალურმა დირექტორმა ანატოლი ისაიკინმა განაცხადა. ,,ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ჩრდილოეთ კორეის მთავრობასთან, ვათანხმებთ ტექნიკურ დეტალებს, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს“, – განაცხადა ისაიკინმა.