დედაქალაქის მერი, კახა კალაძე თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ბრიუსელში ვიზიტზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვანია და საქართველომ ყველა საერთაშორისო პლატფორმა უნდა გამოიყენოს ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად.
„ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის ვიზიტები. იცით, რომ რამდენიმე დღის წინ პრემიერს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ. უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა ქვეყანაში, ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებას, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინას ჰქონდა აქვს და ექნება ჩვენი თანადგომა. მინდა ვუსურვო მშვიდობა და გამარჯვება”, – განაცხადა კალაძემ.