„ქანდაკება სპექტაკლში“ და ერთობლივი გამოფენა „ცალკე სივრცეში“
14 ოქტომბერს, 19:00 საათიდან, „ცალკე სივრცეში“ თოჯინების ოსტატის, ბაჩანა ხალვაშის და ფოტოგრაფ ჯუდა ხატია ფსუტურის ერთობლივი გამოფენა გაიხსნება, აგრეთვე მარიონეტების ალბომის პრეზენტაცია გაიმართება, სახელწოდებით – „ქანდაკება სპექტაკლში”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია მარიონეტები სპექტაკლებიდან:
„მოლიერის მიზანტროპი“, „მეფეთა ცხოვრება“.
ფოტოგრაფის ჯუდა ხატია ფსუტურის მიერ წარმოდგენილია თოჯინების ფოტოების სერია;
ვიდეოინსტალაცია: ხათუნა ფსუტური;
ხმოვანი რიგის ავტორები: ლევან გოცირიძე; ევგენი ჭავჭანიძე.
გამოფენის კურატორები: თამთა ახალკაცი და თიკო საჩალელი.
სახელოვნებო სივრცე ამ გამოფენით 23 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს დამთვალიერებელს.