„ბატონი გოგის უშუალო ჩართულობით უკიდურეს შეჭირვებაში მცხოვრები ვალერი მინასიანი სოციალურად დაუცველთა სახელმწიფო პროგრამაში ჩართეს“ – ფონდი მონაგარი გოგი მეშველიანს მყისიერი რეაგირებისთვის მადლობას უხდის

ფონდი მონაგარი, სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს და მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარს, გოგი მეშველიანს სოფელ ქვეშში მცხოვრები ვალერი მინასიანის დახმარებისთვის.

სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„მეგობრებო სასიხარულო ინფორმაცია უნდა გამცნოთ, დღეს დაგვიკავშირდნენ ბატონი გოგი მეშველიანი / Gogi Meshveliani ბიუროდან და გვითხრეს, რომ ბატონი გოგის უშუალო ჩართულობით უკიდურეს შეჭირვებაში მცხოვრები ბატონი ვალერი მინასიანი ჩართეს სოციალურად დაუცველთა სახელმწიფო პროგრამაში და დაასაქმეს დასუფთავების სამსახურში

გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ბატონ გოგის მყისიერი რეაგირებისთვის და ასევე, ყველა იმ ადამიანს, ვინც გულთან მიიტანა ბატონი ვალერის გასაჭირი.

ჩვენც ჩვენი მხრიდან უახლოეს დღეებში მოვინახულებთ ბატონ ვალერის.

ღმერთმა ყველა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

„მოწყალე ხელი არასოდეს გაღარიბდება“, – წერს სოციალურ ქსელში ფონდი მონაგარი.

მათივე ცნობით, დაახლოებით ორი დღის წინ, ფონდმა ასევე საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ასახულია ვალერი მინასიანის საცხოვრებელი პირობები. საქართველოს პარლამენტის წევრმა ვიდეო პირადად ნახა და საკითხის დეტალური შესწავლა დაავალა ბიუროს თანამშრომელს სოციალურ საკითხებში, ნინო მანაგაძეს რის შემდეგაც, მაჟორიტარის ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით აღნიშნული პიროვნება ჩართეს სოციალურად დაუცველთა სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები