ნიკოლოზ სამხარაძემ ლატვიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, ედიტე მედნესთან.
მხარეებმა, ისაუბრეს საქართველოს და ლატვიას შორის არსებულ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობებზე.
„ლატვიის ელჩთან ვისაუბრეთ ქართულ – ლატვიურ ურთიერთობებზე და აღვნიშნეთ, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობები არის უმაღლეს ნიშნულზე. ასევე აღვნიშნეთ, რომ ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებობს გაუმჯობესების შესაძლებლობები და ამაზე ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეხვედრისას, ისაუბრეს საქართველოს, როგორც ციფრული და ენერგეტიკული ჰაბის სამომავლო პერსპექტივებზე და ასევე, ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიცირებაზე. მხარეებმა, რეგიონული უსაფრთხოების გარემო, საქართველოსთვის და ლატვიისთვის რუსეთიდან მომდინარე შესაძლო საფრთხეები და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება მიმოიხილეს. ნიკოლოზ სამხარაძემ ლატვიელ დიპლომატს 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების მიზნით ხელისუფლების მიზნები გააცნო. ელჩმა ამ პროცესში ლატვიის მტკიცე მხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატა.