უკრაინის შსს: უკრაინაში დღევანდელ დაბომბვას, სულ მცირე, 10 ადამიანი შეეწირა, 60-მდე დაშავდა

რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ქალაქების, მათ შორის, კიევის დაბომბვას, ჯამურად, სულ მცირე 10 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 60-მდე კი დაშავდა.

ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული პოლიციის პრესმდივანმა, მარიანა რევამ ტელეეთერში განაცხადა.

„თუ მთელ უკრაინაზე ვისაუბრებთ, მაშინ, გარდა კიევისა, დარტყმები დაფიქსირდა ქვეყნის 14 რეგიონში. მთლიანობაში, ამ დროისთვის, შეგვიძლია ვისაუბროთ 10 დაღუპულზე და 60-მდე დაშავებულზე”, – თქვა რევამ.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, არ უგულებელყონ საჰაერო განგაში და დაუყოვნებლივ ჩავიდნენ თავშესაფრებში. “დღევანდელმა დღემ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია დისციპლინა და რეკომენდაციების შესრულება”, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები