ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეთეთში გზის ასფალტირების სამუშაოები დაიწყო

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა და საკრებულოს წარმომადგენლებმა
სოფელ ლეთეთში მიმიდინარე გზის ასფალტირების სამუშაოები დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
“ამჟამად ხორციელდება საძირკვლის მოწყობა გზის დამცავი ფუნდამენტის ბლოკებისათვის და ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის შეტანა. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია დამცავი კედლის მოწყობა. სულ 1140 გრივი მეტრი ასფალტის საფარი დაიგება.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაოებს შპს „შარა” ასრულებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები