ამერიკის ავიაციამ ერაყში ისლამისტების ტერიტორიების დაბომბვა დაიწყო

 საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასის“ ინფორმაციით, ამერიკულმა ავიაგამანადგურებლებმა ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ტერორისტების სამხედრო წერტილები გაანადგურეს. ლიკვიდირებულია სამხედრო ბაზა სინჯარის მთიან რეგიონშიც, რომელიც ,,ისლამისტების სახელმწიფოს“ ჩრდილოეთ რეგიონებს აკონტროლებდა. იმავე სამხედრო სექტორში ამერიკულმა მოიერიშეებმა  ტერორისტების სამხედრო-სატრანსპორტო კოლონაც გაანადგურეს, სადაც რამდენიმე ჯავშანტრასპორტიორიც იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები