საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა თბილისსა და ქუთაისში გაიმართება

8 ოქტომბერს საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს  სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს.

უწყების ცნობით, თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. მეორე და მესამე კენჭისყრა ტარდება შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 28-ე დღისა და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს.

მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა ერთი წელი.

კომისიის წევრები საზოგადოებას კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს 11:00 საათზე თბილისში, საქართველოს პარლამენტის ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში, ხოლო 19.00 საათზე  ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააცნობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები