რობინ უილიამსი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

  ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი რობინ უილიამსი კალიფორნიაში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას შესახებ “ბი-ბი-სი” იუწყება.
არსებული ინფორმაციით, უილიამსმა თავი მოიკლა.
“სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ სიკვდილის მიზეზი, თვითმკვლელობის შედეგად მიღებული ასფიქსია გახდა. თუმცა , საბოლოო დასკვნა გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი”,-აცხადებენ სამართალდამცველები.
63 წლის მსახიობი ოსკარისა და რამდენიმე “ოქროს გლობუსის” მფლობელი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები