შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო (ვიდეო)

  შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ილია წ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 243 აბი და 4 ნატეხი „სუბუტექსი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,9586 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ილია წ-ს ნარკოტიკი გერმანიიდან ამანათით გამოუგზავნეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=gCP7MrZ_26o” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები