გერმანელი „მსროლელი ავტობანიდან“ სასამართლოს წინაშე წარსდგა

გერმანიაში ცნობილი დამნაშავის ე.წ. „ მსროლელი ავტობანიდან“ წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო. ეს პიროვნება გერმანიის პოლიციის ინფორმაციით მთელი ხუთი წლის მანძილზე ჩქაროსნულ საავტომობილო გზებზე ავტომობილების დაცხრილვას ახდენდა. პოლიციისავე ცნობით, დაკავებამდე ( ივნისის თვე) სატვირთო მანქანის 58 წლის უბრალო მძღოლმა მაიკლ გარი კ . -მ ავტომობილებს ჯამში 762 ტყვია ესროლა. „მსროლელს ავტობანიდან“, რომელიც ირწმუნება, რომ ესროდა არა ადამიანებს, არამედ ავტომობილებს, მკვლელობის განზრახვის ხუთი ბრალდება წარეყენა. მაიკლ გერი კ. -ს მიერ განხორციელებული სროლების შედეგად 2009 წელს დაიჭრა 40 წლის ქალბატონი. კიდევ ორმა მამაკაცმა მინის ნამსხვრევებით სხეულის დაზიანება მიიღო. ამას გარდა, დაზიანდა მრავალი მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი. პროცესი გერმანიის ქალაქ ვიურცბურგში მიმდინარეობს. პროკურორის სიტყვებით, ბოროტმოქმედი „იმედგაცრუებულ და არაადამიან პიროვნებას წარმოადგენს“. ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ თავისი ქმედებებით სურდა სხვა მძღოლებისათვის „გზებზე კარგად მოქცევის გაკვეთილი„ ჩაეტარებინა. დამნაშავის პოვნაზე დაწესებული 100 ათასი ევროს გასამრჯელოს მიუხედავად, გერმანიის პოლიცია 5 წელი ვერ ახერხებდა მის დაკავებას. ძებნას ართულებდა გერმანიის კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც პოლიციას ძიების პროცესში უფლება არა აქვს გამოიყენოს ფასიან ტრასებზე დაყენებული კამერების ჩანაწერები. საბოლოოდ პოლიცია იძულებული გახდა დაკვირვების საკუთარი სისტემა დაეყენებინა გზებზე, რისი წყალობითაც მოხერხდა ეჭვმიტანილის დაკავება. დაკავების შემდეგ მაიკლ გერი კ. -მ პოლიციას აჩვენა სამალავი, სადაც ორ პისტოლეტსა და 1300 ტყვიას ინახავდა.

წყარო : bbc.co.uk

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები