ქუთაისში ოლიმპიური კედელი გაიხსნა

ქუთაისში, სულხან-საბას დასახლებაში მდებარე სკვერში ოლიმპიური კედელი გაიხსნა. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება ქართული სპორტისა და ოლიმპიზმის დღეს მიეძღვნა.

საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი – იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული – ზვიად შალამბერიძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი – ლერი ხაბელოვი, ოლიმპიური ჩემპიონები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სკვერის კედელზე გამოსახულია წარმატებული ქართველი ოლიმპიელების პორტრეტები.
„დღეს ქუთაისში ქართული სპორტისა და ოლიმპიზმის დღე აღვნიშნეთ. სულხან-საბას დასახლებაში, ერთ-ერთ სკვერში ოლიმპიური კედელი გავხსენით. ჩვენთან ერთად იყვნენ სახელოვანი ქართველი ოლიმპიელები.
ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
დღესვე, ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, რამდენიმე სპორტსმენს სიგელები და პრიზები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები