შემზარავი ფოტო – 4 წლის ბიჭუნა სირიელი ჯარისკაცის მოჭრილი თავით ერთობა

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ტონი ებოტი აღშფოთებას ვერ მალავს ავსტრალიური გაზეთის „The Australian“-ის მიმართ, რომელმაც გუშინ პრემიერისვე სიტყვებით, ამაზრზენი და ბარბაროსული ფოტო გამოაქვეყნა.  ავსტრალიურმა გაზეთმა „The Australian“ ავსტრალიელი ხალიფ შარუფისა და მისი ვაჟების ფოტოები გამოაქვეყნა. შარუფი წარსულში სასჯელს ტერორისტული საქმიანობისთვის იხდიდა და სირიის ტერიტორიაზე აჯანყებულთა მხარეს იბრძვის. ეს ფოტოები თავის ტვიტერზე შარუფმა გამოაქვეყნა . შარუფის ფოტოებზე კარგად ჩანს მამასთან ერთად იარაღებით ხელში როგორ პოზიორობენ მისი მცირეწლოვანი ვაჟები „სირიის ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ფონზე. თუმცა მსოფლიო საზოგადოებისთვის ყველაზე გამაოგნებელი შარუფის კიდევ ერთი ფოტო აღმოჩნდა . მასზე შარუფის პატარა ვაჟს სირიის სახელისუფლებო ჯარების მებრძოლის მოჭრილი თავი უჭირავს და ფოტოკადრისთვის მომღიმარი იერით პოზირებს. ხალიდ შარუფი ძალზე ამაყობს თავისი ვაჟის საქციელით და ტვიტერზე ფოტო სიტყვებით “Thats my boy!”’ დაასათაურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები