ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, ციტრუსის მიმღებ -გადამამუშავებელ და გადამზიდავ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, მინისტრის მოადგილეები, სავაჭრო სამრეწველო პალტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსი მანუჩარ აბაშიძე.

“შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მიმდინარე წლის ციტრუსის და ხურმის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების განხილვა, პროდუქციის დამზადების, შესაფუთი მასალით უზრუნველყოფისა და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი სახით პროდუქციის მიწოდება.

შეხვედრაზე არსებულ გამოწვევებსა და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის მექანიზმებზე იმსჯელეს. მოსავლის აღება-დაბინავების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით, სეზონზე ამოქმედდება ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი, რომლის ძირითადი მიზანია მანდარინის ჩაბარების პროცესის მართვა, შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი. სამუშაო ჯგუფი, გარდა არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციისა, უწყვეტ რეჟიმში იქნება ჩართული სტანდარტული მანდარინის რეალიზაციის მიმდინარეობის პროცესებში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები