ლაგოდეხში ევროპის სპორტული კვირეული აღინიშნა

23-30 სექტემბერს ევროპის სპორტული კვირეული აღინიშნება. კვირეულის ფარგლებში, ლაგოდეხის სპორტდარბაზში თამაშები მინი-ფეხბურთში, ფრენბურთსა და გერზბენში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, თამაშებში მონაწილეობა ცენტრის ბაზაზე არსებულმა გუნდებმა მიიღეს.

” მინი-ფეხბურთში ლაგოდეხი-1 და ლაგოდეხი-2 შეხვდნენ ერთმანეთს, რომელიც ლაგოდეხი-2 ის გამარჯვებით დასრულდა.
ფრენბურთი-გოგონები: არეშფერანი-ლაგოდეხი, არეშფერანის გუნდის გამარჯვებით, ხოლო ვაჟებში ლაგოდეხის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

გერზბენი: 1-ადგილი მარიამ ლობჟანიძე, მე-2 ადგილი ანასტასია შუბითიძე, მე-3 ადგილი ლიზა ბრეგვაძე “,- აღნიშნულია ინფორამაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები