ზურაბ აზარაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ აზარაშვილმა და დიეგო კოლასმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და საერთო პროექტებზე ისაუბრეს.
“მხარეებმა საქართველოში სოციალური კოდექსის შემუშავების პროცესი და ამ მიმართულებით სამომავლოდ განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სოციალური სისტემების გაძლიერებასა და ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამაზე.
ჯანდაცვის მინისტრმა და საფრანგეთის ელჩმა, შეხვედრაზე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაც განიხილეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე – თამილა ბარკალაია და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.