ლავროვი: დეტალები ჰუმანიტარული ოპერაციის შესახებ კიევთან შეთანხმებულია
,,მე დღეს საკმაოდ ფრთხილი ოპტიმიზმით ვაცხადებ, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული ჰუმანიტარული აქცია საერთაშორისო კომიტეტის ,,წითელი ჯვრის“ ეგიდით ჩატარდება და მას არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ ექნება“,- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
,,ჩვენ ჰუმანიტარული დახმარების ყველა დეტალი უკრაინის მთავრობასთან შევათანხმეთ“,- დასძინა მინისტრმა. მისივე თქმით, ჰუმანიტარული საქონლის ძირითადი შემომტანი რუსეთი იქნება. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციები არიან იფორმირებულნი.