კახა კალაძე: ხვიჩა კვარაცხელია უძლიერესი ფეხბურთელია, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს ქართველ გულშემატკივარს

„კვარას რაც შეეხება, არის უძლიერესი, უნიჭიერესი, ძალიან მაგარი ფეხბურთელი, თუმცა, მგონია, რომ კიდევ მეტი შესაძლებლობები აქვს. ის ჯერ ასაკითაც პატარაა. ძალიან დიდი ტალანტის მქონე ახალგაზრდაა”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრისას განაცხადა.

დედაქალაქის მერმა კვარაცხელიას წარმატებები უსურვა.

“რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, შრომისმოყვარეა, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი გვახსოვს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს იმ წარმატების მიღწევა, რომელიც უნდა მიეღწიათ და რომელიც უნდა გაეკეთებინათ, რადგან შრომისუნარიანობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ამ ყველაფერში, რაც კვარას აქვს. ამითაც დაჯილდოებულია ის. მინდა, გულწრფელად წარმატებები ვისურვო და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს ქართველ გულშემატკივარს თავისი წარმატებული თამაშებით, გამარჯვებებით და გოლებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები