“ჩემი ოცნებები ახდა” – ხვიჩა კვარაცხელია “აიაქსთან” მატჩის შემდეგ

ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლის“ „აიაქსთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მისი ოცნებები ახდა.

„ვფიქრობ, ჩემი ოცნებები ახდა – ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობ და დღეს გოლი გავიტანე. ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა მოიგო. „აიაქსმა“ დღეს არ ითამაშა კარგად, მაგრამ ზოგადად კარგი გუნდია, ძალიან ძლიერი მოთამაშეებით. წარმატებებს ვუსურვებ“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე გუშინ იტალიური კლუბი – “ნაპოლი” ნიდერლანდის “აიაქსს” დაუპირისპირდა. “ნაპოლიმ” “აიაქსი” 6:1 დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები