ნიკოლოზ სამხარაძე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე პოლონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელში, რომელიც, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, ევროპის ქვეყნების პარლამენტების როლს დაეთმო.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება და რუსეთის პროვოკაციული ქმედებები მიმოიხილა. ხაზი გაუსვა საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების აუცილებლობას და მათთვის უსაფრთხოების ქოლგის შექმნას.
ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებასა და ომის შემდგომი ევროპის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებაზე. პანელის მონაწილე დეპუტატები პოლონეთიდან პორტუგალიიდან, ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვიდან შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ.

დღესვე, ფორუმის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარეს, კრისტოფ ჰოისგენს შეხვდა.

მხარეებმა სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონებში არსებული გამოწვევები და მიმდინარე პროცესები განიხილეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასა და საქართველოს პარლამენტს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები