თბილისის მარკეტებიდან ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქცია ამოიღეს

   სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა ქალაქის რამდენიმე უბანში მონიტორინგის შედეგად დარღვევები გამოავლინეს. ამოღებული და განადგურებულია დიდი რაოდენობით ვადაგასული სურსათი – სხვადასხვა სახეობის ხორცპროდუქტი, 60 კგ. ბრაზილიური წარმოების ქათმის ფარში, გაურკვეველი ვადის ქათმის ბარკალი, ძეხვეული, სოსისი, ლორი, ხინკალი, პელმენი; რძის პროდუქტები – კარაქი, მარგარინი, იოგურტი, კეფირი, მაწონი, მდნარი ყველი; თევზი ლეშა; კუსტარული წესით დამზადებული გაურკვეველი წარმოებისა და ვადის ნახევარფაბრიკატები. სააგენტოს ინფორმაციით, ვადაგასული სურსათის რეალიზაციისათვის დაჯარიმდნენ: შარტავას ქუჩაზე – ი/მ “ზაირა ჩხიკვიშვილი”, ცოტნე დადიანის ქუჩაზე – ი/მ “სოფიკო დურული”, ი/მ “მზევინარი პაიჭაძე” და ი/მ “გია ლურსმანაშვილი”, ჩიტაიას ქუჩაზე – შპს “ჰორიზონტი”; წინამძღვრიშვილის ქუჩაზე – შპს “ვაკე”. ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე შპს “სფერო-შPEღO” და შპს “ექსტრა” ეტიკეტირების წესის დარღვევით აწარმოებდნენ ნახევარფაბრიკატებისა და რძის პროდუქტების რეალიზაციას. სურსათზე არ იყო მითითებული დამზადების თარიღი, რეალიზაციის ვადები და პროდუქციის შემადგენლობა, რის გამოც ბიზნესოპერატორები 400-400 ლარით დაჯარიმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები