POLITICO: ევროკავშირზე ზეწოლა იზრდება, რათა გამოყენებულ იქნეს სამართლებრივი საშუალებები ილონ მასკის ჩარევის წინააღმდეგ

ევროკავშირზე ზეწოლა იზრდება, რათა გამოყენებულ იქნეს სამართლებრივი საშუალებები ილონ მასკის ჩარევის წინააღმდეგ, – წერს ამერიკული გამოცემა POLITICO.

როგორც გამოცემა POLITICO აღნიშნავს, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ შეისწავლიან, უწევს თუ არა პლატფორმა X-ი უსამართლო მხარდაჭერას ულტრამემარჯვენეებს გერმანიის არჩევნებში.

„ილონ მასკის გადაწყვეტილებამ, უმასპინძლოს გერმანიის ულტრამემარჯვენე ლიდერს, ალისა ვაიდელს პირდაპირ ეთერში [პლატფორმა] X-ზე, გამოიწვია ევროკავშირის ლიდერებისა და კანონმდებლების აღშფოთება, რომლებმაც ორშაბათს მოუწოდეს ბრიუსელს, გამოიყენოს თავისი სამართლებრივი ძალა ილონ მასკის შესაკავებლად“, – ნათქვამია სტატიაში.

ევროკომისიაში განაცხადეს, რომ უწყება გააანალიზებს, არღვევს თუ არა ევროკავშირის ციფრული სერვისების კანონს, ილონ მასკსა და პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერს, ალისა ვაიდელს შორის 9 იანვრისთვის დაგეგმილი ონლაინ ინტერვიუ, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გავა.

ევროკომისიამ 2023 წლის დეკემბერში დაიწყო პლატფორმა X-ის ციფრული სერვისების კანონთან (DSA) შესაბამისობის შესახებ ოფიციალური პროცესი, რაც ეხება დარღვევებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამოქალაქო დისკურსი.

DSA-ს მიხედვით, რომელიც ძალაში შევიდა 2023 წლის აგვისტოში, უმსხვილესი ონლაინ პლატფორმები ვალდებულნი არიან შეამცირონ პოტენციური რისკები, როგორიცაა დეზინფორმაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები