დონალდ ტრამპი პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს

დონალდ ტრამპი პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად, სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა მარ-ა-ლაგოში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გამორიცხავდა თუ არა „სამხედრო ან ეკონომიკური იძულების“ გამოყენებას ამ ტერიტორიების მოსაპოვებლად, არჩეულმა პრეზიდენტმა უპასუხა: „არა“.

„არა, ვერცერთზე ვერ დაგარწმუნებთ, მაგრამ ერთს გეტყვით – ისინი ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის გვჭირდება“, – განაცხადა ტრაპმა.

მისივე თქმით, გრენლანდია აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება.

„გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის გვჭირდება. იქ დაახლოებით 45,000 ადამიანი ცხოვრობს. სინამდვილეში არავინ იცის, აქვს თუ არა დანიას მასზე რაიმე იურიდიული უფლება. მაგრამ თუ აქვს, უნდა დათმოს, რადგან ის ჩვენ ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება. ეს თავისუფალი სამყაროსთვისაა. მე ვსაუბრობ თავისუფალი სამყაროს დაცვაზე – შეხედეთ, დურბინდიც კი არ გჭირდებათ, გაიხედავთ და ჩინური გემები ყველგანაა, რუსული გემები ყველგანაა. ჩვენ ამის დაშვებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები