გია აბაშიძე: „Trump effect“-ის სიურპრიზი – ფსევდოლიბერალი ცუკერბერგი აუქმებს „fact-checking“-ს. Meta აცხადებს, რომ მოხსნის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვებს Facebook-ზე, Instagram-ზე და Meta-ს პლატფორმებზე თავისუფლების გამოხატვის აღსადგენად

გილოცავთ! ,,Trump effect’’-ის მორიგი სასიამოვნო სიურპრიზი – ფსევდოლიბერალი მარკ ცუკერბერგი აუქმებს Facebook-ის ავადხსენებული fact-checking-ის (“ფაქტების გადამოწმების”) პროგრამას. მმართველი კომპანია Meta აცხადებს, რომ მოხსნის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვებს Facebook-ზე, Instagram-ზე და Meta-ს პლატფორმებზე თავისუფლების გამოხატვის აღსადგენად, თან აღიარებს, რომ მისი ამჟამინდელი შინაარსის მოდერაციის პრაქტიკა ძალიან შორს წავიდა, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც მან აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებაში ლომის წილი მიუძღვის ილონ მასკის სუპერპოპულარულ პლატფორმა X/Tweet-ს, რომელმაც “თავში ჩაარტყა” საკუთარი თავისუფლებით ავტორიტარულ Facebook-ს. მისივე თქმით, ზემოთ ხსენებულით ქართულ რეალობაში უსამსახუროდ რჩებიან “ნაცების” უსინდისო პაიკები თამარ კინწურაშვილები, სერგი კაპანაძეები, ეთერ ბუზიაშვილები და სხვა მსგავსი ნაცპარაზიტები.

„გილოცავთ! ‘Trump effect’-ის მორიგი სასიამოვნო სიურპრიზი – ფსევდოლიბერალი მარკ ცუკერბერგი აუქმებს Facebook-ის ავადხსენებული ‘fact-checking-ის (“ფაქტების გადამოწმების”) პროგრამას. მმართველი კომპანია Meta აცხადებს, რომ მოხსნის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვებს Facebook-ზე, Instagram-ზე და Meta-ს პლატფორმებზე თავისუფლების გამოხატვის აღსადგენად, თან აღიარებს, რომ მისი ამჟამინდელი შინაარსის მოდერაციის პრაქტიკა ძალიან შორს წავიდა.

ქართულ რეალობაში უსამსახუროდ რჩებიან “ნაცების” უსინდისო პაიკები თამარ კინწურაშვილები, სერგი კაპანაძეები, ეთერ ბუზიაშვილები და სხვა მსგავსი ნაცპარაზიტები. Who cares?

რასაკვირველია, ‘ტრამპის ეფექტის’, რესპუბლიკელი კონგრესმენების ზეწოლისა და გლობალური მასობრივი პრეტენზიების გარდა, ამ გადაწყვეტილებაში ლომის წილი მიუძღვის ილონ მასკის სუპერპოპულარულ პლატფორმა X/Tweet-ს, რომელმაც “თავში ჩაარტყა” საკუთარი თავისუფლებით ავტორიტარულ Facebook-ს.

Meta-ს მესამე მხარის ფაქტების შემოწმების პროგრამა ამოქმედდა 2016 წლის აშშ-ის არჩევნების შემდეგ და გამოიყენებოდა მის პლატფორმებზე „შინაარსისა“ და დეზინფორმაციის სამართავად, ძირითადად პოლიტიკური ზეწოლის გამო, განაცხადეს კომპანიის აღმასრულებლებმა და აღიარეს, რომ სისტემა შორს წავიდა.

Meta-მ ასევე განაცხადა, რომ გეგმავს უფრო პერსონალიზებულ მიდგომას პოლიტიკურ კონტენტთან მიმართებით, რათა მომხმარებლებს, რომლებსაც სურთ მსგავსი ტიპის მეტი პოსტების ნახვა, შეეძლოთ ამის გაკეთება. აღინიშნა, რომ კომპანია არ დაიშურებს ძალისხმევის აღსრულებას უკანონო და მაღალი სიმძიმის დარღვევებზე“, – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები