თბილისში საშობაო “ალილო” იმართება
თბილისში ტრადიციულად საშობაო “ალილო” იმართება. მსვლელობის მონაწილეები 2 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ქვეყნის მთავარი გამზირისკენ დაიძრნენ.
“ალილო” სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები საშობაო პარაკლისს გადაიხდიან. შეგროვებული სურსათი კი მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებს გადაეცემა.