ქუთაისში, ”აია” არენაზე რაგბიში პირველი ლიგის III ტურის გასვლითი მატჩი გაიმართა

1-ელ ოქტომბერს ქუთაისში, ”აია” არენაზე გაიმართა რაგბიში პირველი ლიგის III ტურის გასვლითი მატჩი თბილისის ”არმიასა” და ქუთაისის ”ბაგრატს” შორის. შეხვედრა დამთავრდა ”არმიელთა” გამარჯვებით, ანგარიშით 38:10.

”აია” არენაზე შეხვედრას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი – კობა კობალაძე, დირექტორის მრჩეველი – ვლადიმერ იმნაძე. ამ ეტაპისთვის, ”არმიელები”, სამცხე-ჯავახეთის ”ტაოსთან” და ოზურგეთის”არწივებთან” ერთად, 14 ქულით, ცხრილში, მოწინავე პოზიციებზე იმყოფებიან. ცნობისთვის, სპორტულ კლუბ ”არმიას” დამფუძნებლის უფლებამოსილებას, 2018 წლიდან ახორციელებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები