“ბოროტ ძალას მწვანე არ უნდა აუნთოთ” – ემზარ კვიციანის დას, დედა ქეთევანს ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა

ემზარ კვიციანის დას, დედა ქეთევანს (ნორა კვიციანს) ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ დედაო სოციალურ ქსელში წერს და წარსულ ცხოვრებას, ანუ ერისკაცობის პერიოდში მის თავს გადამხდარ ამბებს იხსენებს.
როგორც
“ჩემი წარსულის მოგონებები, ვიყავი ის რაც ვიყავი! ვაკეთე ის რა ვაკეთე! ბედნიერი ვარ რომ ისეთი ვიყავი როგორიც ვიყავი.! ბედნიერი ვარ, რომ გავაკეთე ის, რაც გავაკეთე! ბედნიერი ვარ, რომ ჩემთვის ერთი დღე არ მიცხოვრია! ბედნიერი ვარ, რომ მოვითმინე ის, რაც მოვითმინე! ამ ბედნიერებას ვთვლი უფლის წინაშე, ცხოვრება არაფერი ყოფილა, ყველაფერი დროებითია, არავის არაფერი მიაქვს ამ ქვეყნიდან, ადამიანმა თურმე უნდა იცხოვროს მუდმივი ცხოვრების მოსახვეჭად, სხვა ყველაფერი წარმავალი ყოფილა! ბევრი უბედურება და ქარ-ცეცხლი გამოვიარე ჩემი წარსულის ცხოვრებაში, 14 წელი ტერიტორიის დაცვაში, ვარ ოფიცერი, ვარ დაჯილდოებული, ვარ ომის და სამხედრო ძალების ვეტერანი მეორე ჯგუფის ინვალიდი. ვიცავდით 2006 წლამდე შემდეგ დაგვერივნენ მაშინდელი ხელისუფლება და გააკეთეს ის, რაც გააკეთეს, რაც სახეზეა დღეს ყველაფერი, ჩვენი თავგადადებული ბრძოლა ტერიტორიების შენარჩუნებისთვის, ამდენი წელი თურმე ყოფილა დანაშაული და ჩაგვითვალეს დანაშაულად, ზოგი დაგვიჭირეს, ზოგიც განდევნეს, გმირი ხეობა და ხეობელები მოღალატედ შეგვრაცხეს. არც დაბომბვები დაიშურეს, მოწინააღმდეგეს არ დაუბომბავს ჩვენმა ვითომ პატრიოტმა და ამ დროს მოღალატე მაშინდელმა ხელისუფლებამ გმირი ხეობა დაბომბა, სადაც მეომარი ბიჭების დედა იმსხვერპლეს, ემზარისა და ჩემი სახლ-კარის ამოძირკვის ბრძანება გასცეს, მაგრამ ჩვენმა სიმართლემ უფალთან გადაგვარჩინა. მე დამაპატიმრეს, შეთხზეს ცილისმწამებლური ბრალდებები, სამი მუხლით, 18 წელს რომ გამოგიცხადებს პროკურორი სიკეთის გულისთვის და ეს რომ მოისმინო და მშვიდად შეხვდე, მადლობა უფალს იმ გამძლეობისთვის, რა გამძლეობაც იმ მომენტში მომცა, ამ დროს მოხდა სასწაული და სიმართლემ არ დააყოვნა, შეცვალა პროკურორმა,  წლამდე ჩამოვიდა, 6 წელი და 6 თვე მოსამართლემ დამიტოვა, შეთხზული ბრალდებების მიხედვით, არ აინტერესებდათ ტყუილ-მართალი. შემომატარეს ჩვენი ქვეყნის ყველა ციხე, მატროსოვი, ზუგდიდის ჯოჯოხეთი, რუსთავის “კრიტი” , მერე ისევ მატროსოვის მე-13. ზონა ყველაზე საშიში პატიმრებად შეგვრაცხეს და შემდეგ ისევ რუსთავში, ახალ აშენებულ კორპუსში, სადაც ჯერ კიდევ ორთქლი ამოსდიოდა ბეტონს, 10 დღე კარანტინში. მოკლედ, რისი თქმა მინდა, ამ ყველაფრის შედეგმაც არ დააყოვნა და მძიმე სენის დიაგნოზიც მივიღე გუშინ ფილტვზე, მადლობის მეტი რა მეთქმის უფლისთვის, ყველაფრის გამძლეობა მომცა და ამდენი უბედურების შემდეგ აქამდე მაცოცხლა და მაცხოვრა. აწიც მისი ნებაა, როდემდე მაცოცხლებს და მაცხოვრებს! ადრე თუ გვიან ყველა ვტოვებთ ამ წუთისოფელს, მე კი დავამთავრე მისია და ვალმოხდილი მივდივარ ჩემი ხეობელებისა და ჩემი ქვეყნის წინაშე. 21 წელი ქარ-ცეცხლი გამოვიარე, დამეთანხმებიან ჩემი ხეობელები და სამხედრო ვეტერანები, ტანჯვასა და უბედურებაში გავატარე ჩემი ქვეყნისთვის  და დავისაჯეთ იმიტომ, რომ უღალატოები ვიყავით. დავისაჯეთ იმიტომ, რომ პატრიოტები ვიყავით, დავისაჯეთ იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას ვიცავდით. მე ვარ დღეს იმ სასჯელისგან ყველაფერში გამართლებული, ვარ ამაყი ქვეყნის წინაშე, ასევე, ჩემი ძმა ემზარიც. მაგრამ ემზარის წინაშე, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება ის უკანონობა, რაც ავადსახსენებელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ყველა ის უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დღემდე არ დაუბრუნებიათ, სასამართლოც აყოვნებს, ბევრი უსამართლობა, ბევრი უკანონობაა ჩვენ მიმართ. მაგრამ მადლობა უფალს  ყველაფერსა და ყოველივეს გადაგვარჩინა და არც გავბოროტებულვართ.ყველას დახვდება უფალთან ის, რაც ჩვენ წინაშე აქვთ ჩადენილი. ჩემთვის ყველაზე ნომერ პირველია, ვიყო უფალთან მართალი, სხვა მეორეხარისხოვანია.ვაკეთოთ სიკეთე, გვიყვარდეს ერთმანეთი. ყველა უფალთან წამსვლელი ვართ. იქ გამოჩნდება ყველას საქმეები, ბოროტ ძალას მწვანე არ უნდა აუნთოთ, მართლმადიდებლებო, ღმერთი ხომ სიყვარულია”, – წერს დედა ქეთევანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები