შალვა პაპუაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტ დომაგოი ჰაიდუკოვიჩსა და კომიტეტის წევრებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ხორვატიის ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებისა და გაღრმავების საჭიროებას. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე. ამ მხრივ, დადებითად შეფასდა ხორვატიაში საქართველოს საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით.

ხორვატიულმა მხარემ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ და გამოხატა ხორვატიის გამოცდილების გაზიარების მზაობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები