„აბსტაქციაში არის თავისუფლება – ყოველდღე ახალ – ახალ სამყაროს აღმოაჩენ, ანუ შენთან ერთად იზრდება შენი შექმნილი“…

აიბად ბილისი. დაამთავრ ბილისის სახელმწიო სამედიცინო ინსტიტუტი სტონატოლოგიური პაკულტეტი, აგრევე  – გერმნული აკადემია დერმატოლოგიის განხრით.
მუაობ მსოლიოს წამვან არმაცევტულ კომპანია;
აამავრ მუსიკალური ორტეპიანოს აწლედიცეკვა ქარულ ეროვნულ  ცეკვებს.
ავვობიდან უყვარდა ხატვა, მაგრამ დიდობაი ამის დრო აღარ ქონდა.
3 წელია დაიწყ აბსტრაქციების ხატვა.
ამბობს, რომ მისთვის აბსტაქცია არის ზრდა – ყოველ დე ახალ ახალ ემას ამოაენ, ანუ ენან ერად იზრდება ენი ექმნილი.
„სამომავლოდ დიდი გეგმები მაქვს.  ამოენას ალიან ბევრი ადამიანი მხოვს და ამ ადამიანებს აუცილებლად გავუკეებ ლამაზ საამოს“. – ექიმისა და მხატვრის, ნინო ქვლივიძის პერსონა.

– ბავშვობა… ზაფხულს აფხაზეთში ატარებდით… როგორი დარჩა თქვენს მახსოვრობაში?
– მხატვრობა ბავშვობიდან მიყვარს. მახსოვს, ჩემი მამიდაშვილი ხატავდა ძალიან საყვარელ ცხოველებს და  მეც  იქიდან მიმიზიდა მხატვრობამ.
ზაფხულობით არდადეგებზე ჩავდიოდით აფხაზეთში  ორი თვით. მახსოვს ყველა დეტალი სოხუმიდან, ულამაზესი ბოტანიკური ბაღით, აჭარული ხაჭაპურის ფაცხების რიგი, ზღვაში შესული გემი – რესტორნით, მაიმუნების ზოოპარკი, ნაყინი, ვერცხლის სანაყინეში მორთმეული, ოჩამჩირის სანაპირო დიდი ნიჟარებით, გალში მანდარინების პლანტაციები.
მჯერა ერთი ლამაზი დილის, როდესაც ჩავალაგებ ჩემოდანს და ძალიან მალე წავალ აფხაზეთში…
– ხატვა, ხელოვნება გიყვარდათ, ცეკვავდით, მუსიკალურ ათწლედში სწავლობდით და მაინც, ექიმობა გადაწყვიტეთ… სტომატოლოგიურზე ჩააბარეთ…
–  ბავშვობიდან ექიმობაც მიყვარდა, მიყვარს ძალიან პატარა ახალი გამოჩეკილი ბავშვები, პედიატრიულზე ჩავაბარე და სტომატოლოგიაც დავამთავრე.
– როგორი იყო სტუდენტობა და შემდეგ – მუშაობის პერიოდი… რამდენად ახერხებდით ხელოვნებისთვის დროის დათმობას?
– ძალიან ლამაზი სტუდენტობა გავატარე. ხელოვნების დრო სულ არის, მთავარია, გიყვარდეს… რაც გიყვარს, ადამიანს მისთვის დრო სულ აქვს…
– სამი წელია აბსტრაქციებს ხატავთ… რატომ აბსტრაქცია?
– ძალიან მიყვარს აბსტრაქტული ნამუშევრები, მასში არის თავისუფლება, სივრცე, რაშიც იგრძნობა ზუსტად ეს თავისუფლება.
როგორც აღვნიშნე, აბსტრაქციაში არის თავისუფლება, ადამიანი ყოველ დღე იზრდება, სწავლობს ახალ სამყაროს, აბსტრაქციაც ჩემთვის ასეთია, ყოველი ახალი დღის დასაწყისში მასში სხვადასხვა თემას აღმოაჩენ, გამოდის, რომ შენთან ერთად იზრდება…
– თქვენი ნამუშევრები უსათაუროა… რომელ ნამუშევარს გაიხსენებთ ახლა?
–  ჩემი ყველა ნამუშევარი უსათაუროა, აქაც თავისუფალი არჩევანია, ვინც რას დაინახავს, მას ის ჰქვია…
მედუზას, რომელიც აფხაზეთს დავუკავშირე, ზღვაში ხშირად მეჭირა ხელში მედუზა…
– როგორ ხატავთ? შთაგონება თუ გჭირდებათ?
– არასდროს ვიცი, წინასწარ რას დავხატავ ან რა დაიხატება, ვიწყებ და შემდგომ იმას ვაგრძელებ, რაც ხასიათის მიხედვით გამოვა…
– მუშაობთ ფარმაცევტულ კომპანიაში. როგორ ახერხებთ ხატვას და ძირითად საქმიანობას?
–  ხატვით, ძირითადად, შაბათ -კვირას ვხატავ, თუმცა პანდემიის დროს სხვა დღეებშიც ბევრს ვხატავდი…
– ოჯახი…
–  მყავს ძალიან ლამაზი ოჯახი, ჩემი შვილი ბარბარე ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარია….
– ჰობი…
–  ეს ყველამ იცის, ვინც მიცნობს – პილოტობა! დღესაც არ ვარ უარზე…
– გამოფენები…
– გამოფენები…  ძალიან მალე ვგეგმავ, თან კრეატიულს… ჯერ კიდევ  გაზაფხულზე გადავწყვიტე და ადამიანების თხოვნით მალე მექნება…  მომავლისთვის დიდი გეგმები მაქვს, მოფიქრებული მაქვს ძალიან საინტერესო გეგმები ესეც კრეატიული…

 თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები