მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელი მეოთხეკლასელებს მუხლებზე დადგომას აიძულებდა

მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში ქართული ენის მასწავლებელი, რაჰმან მუსაევი მეოთხე კლასის მოსწავლეებს მუხლებზე აყენებდა და ისე უტარებდა გაკვეთილს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო პორტალი  – Aktual.ge ავრცელებს.

 გავრცელებული ცნობის თანახმად, პედაგოგი ამ გზით ბავშვებს საშინაო დავალების შეუსრულებლობის გამო დასაჯა, შემდეგ ფოტო გადაუღო და მათ ახლობლებს გაუგზავნა. 

მომხდარის შესახებ ინფორმაციას მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ხანელ გახრამანოვი ადასტურებს.

მისივე ინფორმაციით, ქართული ენის პედაგოგი უკვე გათავისუფლებულია. რაც შეეხება სკოლის დირექტორს, მას  დროებით, უფლებამოსილება შეჩერებული აქვს. მისი გათავისუფლების საკითხზე დღეს დისციპლინური კომიტეტი იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები