ჩხოროწყუში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მერმა დაათვალიერა

ქალაქ ჩხოროწყუში 5 კმ. მანძილზე დასრულდა საავტომობილო გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაცია. ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ასევე სანიაღვრე არხები და მოსახლეობის ეზოში შესასვლელები.

“პროექტი გარდამავალი იყო და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. მისმა ბიუჯეტმა 1 500 000 ლარი შეადგინა.

შესრულებულ სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ,მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, სამეგრელო – ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია ადგილზე გაეცნენ.

გზების რეაბილიტაცია განხორციელდა ისეთ უბნებსა და ქუჩებში, სადაც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები