ზაზა ყურაშვილი: “ქართული ოცნება” ამ არჩევნებით შექმნის მყარ უმრავლესობას

სენაკში თეკლათი-ჭალადიდის მცხოვრებლები სენაკის საკრებულოში საკუთარ წარმომადგენელს ირჩევენ. მათ არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის უწევთ. ერთ-ერთი ქართულ ოცნების კანდიდატი, ზაზა ყურაშვილია, რომელმაც საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

ხმის მიცემის შემდეგ, მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და “ქართული ოცნება” ამ არჩევნებით შექმნის მყარ უმრავლესობას.

რაც შეხება ოპოზიციის ბოიკოტს, ყურაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცური პარტიის წარმომადგენლებმა იცოდნენ დამარცხების შესახებ და ამიტომ არ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

რაც შეეხება მეორე კანდიდატს, მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის  წარმომადგენელ მამუკა ტუსკაძეს, ის ხმის მიცემას ვერ შეძლებს, რადგან ამ ოლქში არ არის რეგისტრირებული.

სენაკის საკრებულოს მაჟორიტარ წევრს №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე აირჩევენ.

საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები