„გილოცავთ ჩვენი პატარა ქალაქის დღესასწაულს“ – გოგი მეშველიანმა ბოლნისელებს „ბოლნისქალაქობა“ მიულოცა და სადღესასწაულო ღონისძიებებს დაესწრო

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი ბოლნისში სახალხო დღესასწაულს „ბოლნისქალაქობა 2022“ დაესწრო.

ორწლიანი პაუზის შემდეგ ბოლნისში „ბოლნისქალაქობა“ საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.

„გილოცავთ ჩვენი პატარა ქალაქის დღესასწაულს. მიხარია, რომ ორწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ მოგვეცა ერთად ყოფნის შესაძლებლობა და არის საზეიმო განწყობა. ბოლნისი გამოირჩევა მისი მრავალფეროვნებით, სხვადასხვა ეთნოსისა და კულტურის წარმომადგენლები ერთად ვქმნით მეგობრულ გარემოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ „ბოლნისქალაქობას“ გისურვებთ სიკეთეს, მშვიდობას, კეთილდღეობას და ჯანმრთელობას. იმედი მაქვს მომავალშიც არაერთხელ შევძლებთ თანამოქალაქეებისთვის საზეიმო განწყობის შექმნას“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

საპატიო ბოლნისელის გამოვლენისა და დაჯილდოების ტრადიცია გრძელდება და გოგი მეშველიანმა ეს წოდება გადასცა: დამსახურებულ მეხანძრეს ვახტანგ სილაგაძეს,  მრავალი თაობის აღმზრელ, პედაგოგს მედეა ცინცაძეს და  ბოლნისელების ჯანმრთელობაზე მრავალწლიანი ზრუნვისთვის ექიმ-პედიატრს ნიარა გოგოლაძეს. ასევე საპატიო ბოლნისელის წოდება მიენიჭა: გიორგი მარგიანს, პეტრე დანელიას, დავით გრძელიშვილს, აიდა ნაბიზადეს, ელგუჯა კვინიკაძეს და  ბაირამ აბასოვს.

ქალაქის სტუმრებსა და ადგილობრივებს ჰქონდათ შესაძლებლობა ენახათ სხვადასხვა საინტერესო აქტივობა და დასწრებოდნენ გალა-კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, ნატო მეტონიძე, ანსამბლი „შვიდკაცა“, ლევან დეისაძის ბენდი და სპეციალური მოწვევით ნიკოლოზ ქაჯაია იღებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები