“დედაჩემს უთხრეს, ბავშვი სადაც გინდათ – იქ გადაიყვანეთ, აგრესორიაო” – ბათუმელი მოსწავლე

ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტზე მოსწავლე, რომელმაც პროტესტის ნიშნად რუსეთისა და აფხაზეთის დროშები ჩამოხია, პირველ კომენტარს აკეთებს.

მე-11 კლასის მოსწავლე ამბობს, რომ მეშვიდე საჯარო სკოლაში სწავლას აღარ გააგრძელებს.

“მივედი და პირველ რიგში ჩამოვაგდე რუსეთის დროშა, ჩამოვხიე, ცოტა მაგრად იყო მიწებებული და დრო დამჭირდა, რომ მომეხსნა. ამასობაში დაირეკა ზარი, გამოვიდნენ მანდატურები და ავედით კლასში. კლასში შემდეგ გამოვთქვით პროტესტი, თუ რატომ იყო აფხაზეთის დროშა გამოკრული, შემდეგ მოგვცეს თანხმობა, კი ბატონო – ჩამოხსენითო, ჩავედით და ჩამოვხსენით ეს დროშა. დაგვიბარეს და დედაჩემს უთხრეს, რომ ბავშვი სადაც გინდათ, იქ გადაიყვანეთ, აგრესორიაო. დღეს დროშა ჩამოხია, ხვალ შეიძლება, ჩემს რუს მოსწავლეს მივარდეს და თვალები ამოთხაროსო”, – ამბობს მეთერთმეტეკლასელი.

შეგახსენებთ, ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლაში, სადაც კედელზე სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. დროშაც იყო გამოკრული, მოსწავლესა და დირექციას შორის ინციდენტი მოხდა. შედეგად, სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები