სამტრედიაში საჯარო სკოლებს შორის ჩემპიონატი კალათბურთში მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერ დავით ბახტაძის მხარდაჭერით, თამარ მეფის ქუჩაზე არსებულ მინი სტადიონზე სტარტი აიღო სასკოლო ოლიმპიადამ. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებულ, ახლად რეაბილიტირებულ კალათბურთის სტადიონზე შეჯიბრი მიმდინარეობს კალათბურთში.

სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაა ჩართული და შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებითაა წარმოდგენილი.

გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას რეგიონალურ და საერთაშორისო შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას.

“მიხარია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ასეთი პოპულარულია ახალგაზრდებში. ჩვენ მათი ხელშემწყობი ღონისძიებებით ვეცდებით, სამტრედიის მასშტაბით სპორტული აქტივობები მაღალ დონეზე გაიმართოს”, – თქვა დავით ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები