რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქი დაბომბა, არიან დაღუპულები (ფოტო)

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით მიკოლაევი, დნეპრი და ზაპოროჟიე დაბომბეს.

ზაპოროჟიეს რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს გარეუბანში ჰუმანიტარულ კოლონაზე მიიტანეს სარაკეტო იერიში. ცნობილია 23 დაღუპული და 28 დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქის შესახებ.

სარაკეტო დარტყმის დროს ხალხი დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან ახლობლების გამოსაყვანად და მათთვის დახმარების მიწოდების რიგში იდგა.

მიკოლაევში ოკუპანტებმა საცხოვრებელი რაიონი დაბომბეს. როგორც ქალაქის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა დაწერა, ჭურვი ერთ-ერთი სახლის ზედა სართულს მოხვდა. ნანგრევებში ხალხია მოყოლილი.

რაც შეეხება დნეპრს, როგორც დნეპროპეტროვსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ Telegram-ში დაწერა, ქალაქი “ისკანდერებიდან” დაიბომბა, დაღუპულია ერთი და დაჭრილია 5 მოქალაქე. იერიშის შედეგად, დაზიანებულია მაღალსართულიანი შენობები, გიმნაზია და მაღაზია, სატრანსპორტო საწარმოში 52 ავტობუსი დაიწვა და 98 დაზიანდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები