ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე სასამართლოში მამა მიქაელ ბოტკოველი დაიკითხა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ, მათ შორის საქართველოს პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი.

სასამართლოს კითხვები საპატრიარქოს პოზიციას და იმ განცხადებებს ეხებოდა, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა.

როგორც მამა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა, ივერი მელაშვილს საერთოდ არ იცნობს.

“ივერი მელაშვილს საერთოდ არ ვიცნობ და წარმოდგენა არ მაქვს. მათ ბრალეულობას ვხედავ იმაში, რაც დღევანდელ მოცემულობაში გვაქვს, ეს არის 2006 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის საფუძველზე, საზღვარი უნდა გადიოდეს ისე, რომ ქართული ძეგლები აღმოჩნდეს საქართველოს იურისდიქციაში, ეს არის დატოვებული ღიად, ეს საკითხი. ივერიმ და ქალბატონმა ნატილიამ, მათ უნდა გასცენ პასუხი, ეს მათი ნება იყო, და მათი გადასაწყვეტი იყო ამისი დაფიქსირება ასე და ხელმოწერის გაკეთება, თუ ამას ვინმე კარნახობდა თუ ვინმეს იძულება იყო”, – თქვა ბოტკოველმა.

დღესვე, პროცესზე დაიკითხება კიდევ ერთი მოწმე, მამუკა ბალავაძე, ის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი 2005-2007 წლებში იყო და კომისიის სხდომებს ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები