ხელთუბანში შიდა საუბნო გზის მოწყობა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.

მიმდინარე წელს სამუშაოები 15-ზე მეტ სოფელში დაიგეგმა.

აღნიშნულ სოფლებს შორის ერთ-ერთი ხელთუბანია, სადაც სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 1038 მეტრს შეადგენს.

ამ ეტაპზე, გზის საავტომობილო ნაწილზე ასფალტის პირველი პირი იგება.

პროექტის მიხედვით, მოეწყობა სანიაღვრეები, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.

სამუშაოების დასრულებისას, აღნიშნულ გზის მონაკვეთზე გადაადგილებისას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები